logo
ENG



5%-იანი ბარიერი არის მათრახი "ოცნების" ხელში კოალიციის შესაკრავად - ხათუნა ლაგაზიძე

15 ოქტ 201913:47
3 წუთის საკითხავი
 
2tfepwuqxxbc9zo.png

 

არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტულ წრეებში ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურებიან. მათი პოზიციით ხელისულებამ იცის, რომ მხარდაჭერა დაკარგა და პატარა პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან, ირიბ ზეწოლას ახდენენ კოალიციის შექმნის მიზნით.

5%-იანი ბარიერი ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში "ქართული ოცნების" ხელში არის მათრახი, რომლითაც ის შეეცდება შეკრას კოალიცია 2020 წლის პარლამენტში. პატარა პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხვდნენ პარლამეტში, შესაბამისად ისინი, ვინც მოხვდებიან პარლამენტში, მაქსიმალურად გაუფრთხილდებიან თავიანთ საპარლამენტო სავარძლებს იმისათვის, რომ დარჩნენ პარლამენტში მათთვის აუცილებელი იქნება შეეკრან რომელიმე პირველ ან მეორე ადგილზე გასულ ძალას. "ქართულ ოცნებას" ეს ბარიერი უიაფებს კოალიციის პარტიის ხმებს,“-განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტების ნაწილი კი არჩევნებში ოპოზიციის წარმატებას პროგნოზირებს და ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

 


close დახურვა